ბოლქვაძე Aus Open-ს გამოეთიშა - გორგოძე დღეს დაიწყებს
Aa
Aa

ბოლქვაძე Aus Open-ს გამოეთიშა - გორგოძე დღეს დაიწყებს

ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობას, შესარჩევი ეტაპის პირველსავე წრეში, გამოეთიშა.

22 წლის ბოლქვაძე მსოფლიოს 141-ე ჩოგან ამერიკელ კაროლინ დაულჰეიდთან 2 სეტში - 3:6; 2:6 დამარცხდა. მარიამს ეისი არ ჰქონია, ორმაგი შეცდომა კი 5-ჯერ დაუშვა, ერთადერთი ბრეიკი შეასრულა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დაკარგა.

ხვალ გამთენიისას საქმეში კიდევ ერთი ქართველი, ეკო გორგოძე ჩაერთვება, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-18 ნომრად განთესილ კაია იუვანს შეხვდება.

გორგოძე 19 წლის სლოვენიელს პირველად დაუპირისპირდება. იუვანმა 2020 წელს მხოლოდ 1 მატჩი გამართა და ტიმეა ბაბოშთან წააგო, ქართველმა კი 4-ჯერ ითამაშა და 3-ჯერ გამარჯვებული დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები