Aa
Aa

კაირი დაბრუნდა! - ირვინგმა „ბრუკლინს" მოაგებინა

კაირი ირვინგი მხრის ტრავმის გამო, გამოტოვებული 26 მატჩის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა. 27 წლის გამთამაშებელმა „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ იასპარეზა და საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ.

კაირიმ 19 წუთი ითამაშა და აქტივში 21 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ირვინგმა 11-დან 10 ბურთი ჩააგდო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი +22 გახლდათ.

„ანქელ დრიუს“ კარგი თამაშის წყალობით „ნეთსმა“ ტრეი იანგის გარეშე მოასპარეზე „ატლანტას“ შანსი არ დაუტოვა და ჯორჯიელები 108-86 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის შუაწელს „ბრუკლინი“ 37 ქულით იგებდა და კენი ატკინსონმა კაირი ირვინგის დასვენება გადაწყვიტა.

„ჰოუქსის“ განადგურების შემდეგ, „ნეთსს“ 18 მოგებასთან ერთად 20 მარცხი აქვს. კაირი და კომპანია პლეიოფში მოსახვედრად იბრძვიან და მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, მიჯრით 9 გამარჯვების მქონე „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავენ.

„ატლანტას“ რაც შეეხება, „ჰოუქსმა“ მიმდინარე რეგულარულში 32-ე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები