კლოზე: "ბუფონი ნომერ მეორეა"!
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა მიროსლავ კლოზემ, პრესასთან დღევანდელ გერმანია-იტალიის მატჩზე ისაუბრა, ბოლოს კი მის მანუელ ნოიერისა და ჯანლუიჯი ბუფონის შედარებაც თხოვეს.
"მიმდინარე ტურნირზე ორივე გუნდის მონაწილეობით ყველა თამაში ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უძლიერეს მეტოქეთა დაპირისპირებაა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ასეთ შეხვედრას მაყურებლის რანგში ვუყურო".
"ჩემი აზრით, ამ მატჩის გამარჯვებულს ჩემპიონობის დიდი შანსი ექნება, რადგან მათზე ძლიერი ნაკრები ამ ტურნირზე, რეალურად არ არსებობს".
"ჯიჯი საოცარი მეკარეა და თითოეულ თამაშში აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ იგი დღესდღეობით საუკეთესოა. ნოიერს ყველანაირი ქარიზმა აქვს, რომ საუკეთესოდ დავასახელოთ. ასე რომ, ბუფონი ნომერ მეორეა". - განაცხადა კლოზემ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს