ბარსელონა 2:3 ატლეტიკო - ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი! (VIDEO)
Aa
Aa

ბარსელონა 2:3 ატლეტიკო - ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი! (VIDEO)

ესპანეთის სუპერ თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გულშემატკივრებმა ნამდვილი თრილერი იხილეს! „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა და ფინალში „რეალს“ დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი მეორე ტაიმში ვიხილეთ. 46-ე წუთზე კოკემ მოედანზე შემოსვლისთანავე გაიტანა.

ამის შემდეგ „ბარსა“, უფრო სწორად კი მესი აფეთქდა. ლეომ 51-ე წუთზე სუარესის მიერ დაგდებული ბურთის შემდეგ მორიგი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა.

რამდენიმე წუთში არგენტინელმა დუბლი გაიფორმა, თუმცა ვიდეო რეფერიმ გოლი გააუქმა. ხელით თამაში დაფიქსირდა, რაც უნდა ითქვას, რომ ძალიან საკამათო გადაწყვეტილება იყო.

62-ე წუთზე „ბარსამ“ მეორე გოლი მაინც გაიტანა. სუარესის დარტყმის შემდეგ ობლაკმა საოცარი „სეივი“ შეეასრულა, თუმცა დამატებაზე გრიზმანმა ყველას დაასწრო.

მეორე გოლიდან მალევე „ბარსამ“ მე-3 გოლიც შეაგდო. მესი-ვიდალი-პიკეს კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, თუმცა ვიდეო რეფერიმ გოლი ამ შემთხვევაშიც გააუქმა. გამეორებაზე იდეალური რაკურსი ვერ შემოგვთავაზეს და კამათი ამ მომენტსაც მოჰყვა.

გაუქმებული მეორე გოლის შემდეგ „ატლეტიკო“ აფეთქდა. ბოლო 20 წუთში „ბარსას“ დაცვა მოიშალა და ბავშვური შეცდომების დაშვება დაიწყო, რასაც 81-ე წუთზე ნეტუს ვარდნა და პენალტი მოჰყვა, რომელიც გოლად მორატამ აქცია.

ამის შემდეგ „ატლეტიკოს“ მორიგი შეტევისას პიკეს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დასანიშნი იყო, თუმცა ვიდეო რეფერი ამ შემთხვევაშიც უცნაურად მოიქცა.

სიმეონეს გუნდმა ზეწოლა მაინც განაგრძო და 86-ე წუთზე ანხელ კორეამ „როხიბლანკო“ წინ გაიყვანა - 3:2.

ეს იყო ბოლო წლების უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, რომელიც ვიხილეთ. საოცარი იყო მესი, ძალიან კარგი იყო „ატლეტიკო“, „ბარსა“ კი გუნდს ისევ არ გავდა.

სუპერ თასის ფინალი 12 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები