Aa
Aa

"მილანი" "ბარსას" შეუთანხმდა! - ტოდიბო "სან სიროზე"?

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, „მილანმა“ „ბარსელონასთან“ ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერზე მოილაპარაკა, ახლა კი ჯერი თავად ფეხბურთელის პასუხზეა.

Calciomercato-სა და MilanNews-ის თქმით, „როსონერი“ კატალონიელებს იჯარასა და სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებაზე შეუთანხმდა, რაც ჯამში 20 მილიონი ევრო დაჯდება.

20 წლის მცველს „ლევერკუზენიც“ ეპატიჟება, ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ფრანგი ფეხბურთელი აუცილებლად „სან სიროზე“ გადაბარგდება. თუმცა, საგულისხმოა, რომ „ფარმაცევტებს“ „ბარსასთან“ შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

ტოდიბო „ბარსელონას“ რიგებში ზუსტად 1 წლის წინ გადავიდა, თუმცა მოედანზე გასვლის საშუალება ძალიან იშვიათად ეძლევა. ახალგაზრდა უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 შეხვედრაში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები