Aa Aa
23 დეკემბერი 2019  |  19:46

Sky Italia: "ატლეტიკო" კავანის შეუთანხმდა!

Sky Italia-ს ინფორმაციით, ედინსონ კავანის მომდევნო კლუბი მადრიდის "ატლეტიკო" იქნება, რომელმაც ფეხბურთელთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. 

გავლენიანი გამოცემის თქმით, "როხიბლანკომ" კავანისთან 3-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა და ურუგვაელი "ვისენტე კალდერონზე" ზამთარშივე გადაბარგდება.

საქმე ისაა, რომ გამოცდილ ფორვარდს პსჟ-სთან ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს უსრულდება, ასე რომ, მადრიდელები მის სატრანსფერო უფლებებს მიზერულ თანხად გამოისყიდიან და 32 წლის ვარსკვლავს საკუთარ რიგებში ჩარიცხავენ. მეორე მხრივ, მადრიდული Marca წერს, რომ "ათლეტები" კავანისთან არა 3-წლიან, არამედ 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს კვირებში უფრო დეტალურად გვეცოდინება.

კავანი პარიზული კლუბის მაისურით 2013 წლიდან თამაშობს. მაურო იკარდის "პარკ დე პრენსზე" მისვლის შემდეგ მისი სტატუსი საგრძნობლად დაეცა და საფრანგეთის დედაქალაქიდან აბარგება თავად ურუგვაელის ინტერესებშიცაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები