საერთაშორისო ტურნირი თბილისში
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი თბილისში

საფეხბურთო კლუბსაბურთალოსორგანიზებით სტარტს საერთაშორისო ტურნირიაუდის თასიაიღებს, რომელშიც 2006 წელს დაბადებული მოზარდები ითამაშებენ. ტურნირში, რომელიც 16 დეკემბრამდე გაგრძელდება, ისეთი ევროპული დონის კლუბების აკადემიები ითამაშებენ, როგორებიც არიან: ესპანურილევანტედა იტალიურიჰელას ვერონა”. შეჯიბრებაზე იასპარეზებს აზერბაიჯანულისაბაჰიც”.

მოახლოებულ  ტურნირთან დაკავშირებითსაბურთალოსხელმძღვანელებმაპრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სპორტულმა დირექტორმა ლევან სეთურიძემ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრეს:

ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბურთალოს პრეზიდენტი): 

ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდი თასის მოლოცვისთვის. სასიხარულოა, რომ კლუბი ყოველწლიურად წარმატებებს აღწევს. შეიძლება ითქვას, უბნის გუნდიდან ჩამოვყალიბდით პროფესიულ კლუბად. დავიწყეთ ასაკობრივი გუნდებიდან, გავიარეთ ყველა გზა და ახლა უძლიერესთა რიგებში ვასპარეზობთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწორი გზით მივდივართ და ვითარდებით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვიცით, რომ ვალში ვართ გულშემატკივრებთან. ვცდილობთ, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი.
იმისათვის, რომ ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება გვქონდეს, საჭიროა მეტი საერთაშორისო მატჩების გამართვა. ადრევოლკსვაგენისთასს ვატარებდით, მერე იყოსალერისგათამაშება. ხვალიდან კისაბურთალო” “აუდის თასსუმასპინძლებს, სადაც ისეთი გუნდები ითამაშებენ, როგორებიც არიან ესპანურილევანტე”, იტალიურივერონა”, აზერბაიჯანულისაბაჰი”. არ ვართ განებივრებული ასეთი დონის გუნდების მასპინძლობით. “ლევანტესადავერონას”  თბილისში სტუმრობა, ჩვენი სპორტული დირექტორის ლევან სეთურიძის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ მართავდა მოლაპარაკებებს. სამივე უცხოურ კლუბებთან ეტაპობრივად ვამყარებთ საქმიან ურთიერთობებს. მჯერა, საინტერესო და სასარგებლო ტურნირი გამოვა. სწორედ, ასეთი დონის გუნდებთან თამაშით გაიზრდებიან ჩვენი ფეხბურთელები და დიდ გამოცდილებას მიიღებენ. გვსურს, მსგავსი დონის ტურნირს ზაფხულშიც ვუმასპინძლოთ. გვინდა განვითარდეს ბავშვთა ფეხბურთი, ამაში ხელს გვიწყობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი.

ლევან სეთურიძე (სპორტული დირექტორი):  

ვფიქრობ, ხარისხიანი, საინტერესო და დაძაბული გამოვა. სულ ოთხი გუნდი იასპარეზებს, ყოველდღიურად 2-2 შეხვედრა გაიმართება. მატჩებიბენდელასსახელობის სტადიონზე ჩატარდება და ერთი და იგივე დროს, 13:00 და 16:00 საათზე დაიწყება. იმედი გვაქვს წლევანდელი შეჯიბრება წარმატებით ჩაივლის, მომავალში კი მასშტაბების გაზრდას ვგეგმავთ”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები