ანანიძე ''სპარტაკს'' ტოვებს:რა გზას აირჩევს ქართველი შემტევი?
Aa
Aa

ანანიძე ''სპარტაკს'' ტოვებს:რა გზას აირჩევს ქართველი შემტევი?

რუსული მედიის ცნობით ჯანო ანანიძის მოსკოვის ''სპარტაკიდან'' წასვლა ძალიან რეალურია. რუსულ კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ყოველწლიური ხელფასი 1,7 მილიონ ევროს შეადგენს, სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში კი შესაძლოა მისი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდეს, რადგან მან წლების მანძილზე ვერ მოახერხა მოსკოვურ კლუბში სტაბილურად კარგად თამაში, შესაძლებლობების გამოვლენა.

Sports.ru ''ბიზნეს ონლაინზე'' დაყრდნობით იუწყება, რომ კლუბის ხელმძღვანელები ანანიძესთან და აიაზ გულიევთან დამშვიდობებას 2020 წლის ზამთარში გეგმავენ.

უმძიმესი ტრავმის შემდეგ ანანიძემ ''სპარტაკის'' სასტარტოში დაბრუნება ვერ მოახერხა, მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და სათამაშო დროის სიმცირის პრობლემის წინაშე დგას, რაც ცხადია პრობლემას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვისაც წარმოადგენს.

2020 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი და თუ ვაისის გუნდი ორივე მატჩს მოიგებს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ერთი ვერსიით ანანიძე შესაძლოა თორნიკე ოქრიაშვილის გზას დაადგეს და ეროვნულ გუნდში ყოფილი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისის'' წევრი გახდეს. ასეთ შემთხვევაში ანანიძის ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა ის მიიღებს იმას, რაც ''სპარტაკში'' ძალიან აკლია, ნდობას მთავარი მწვრთნელის მხრიდან, თუმცა ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელების შანსი საკმაოდ მცირეა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები