''ბავშვებო მიბაძეთ არველაძეს'' - ''აიაქსის'' საოცარი აკადემია და სიმბოლური გადასახადი
Aa
Aa

''ბავშვებო მიბაძეთ არველაძეს'' - ''აიაქსის'' საოცარი აკადემია და სიმბოლური გადასახადი

ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის ეთერში ამსტერდამის ''აიაქსის'' აკადემიის შესახებ საინტერესო სიუჟეტი ვიხილეთ. ''ბარსელონასა'' და ''აიაქსის'' ყოფილი ფეხბურთელი რონალდ დე ბური ''აიაქსის'' აკადემიაში მუშაობს და მოზარდი ფეხბურთელების აღზრდაში აქტიურადაა ჩართული. დე ბური ''რუსთავი 2''-თან საუბარში აკადემიის შესახებ საუბრობს და მის ყოფილ თანაგუნდელს, შოთა არველაძეს იხსენებს.

რონალდ დე ბური:''აკადემიაში გვაქვს კემპები, რომლებიც არდადეგების პერიოდში ტარდება. სასიამოვნოა, როცა მომავალ თაობას უყურებ. სავარჯიშო მეთოდიკა ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენ ვავარჯიშებთ ბავშვებს. განსხვავება მხოლოდ ასაკშია. წვრთნა დამოკიდებულია ასაკსა და უნარებზე, მაგრამ მიდგომა ყველასთვის ერთნაირია.

''აიაქსი'' ყოველთვის ეძებს ნიჭიერ ტალანტებს. ასე რომ ''აიაქსის'' კარი ყველასთვის და მათ შორის ქართველი ბავშვებისთვის ღიაა.

პატარა ფეხბურთელებს და მათ შორის ქართველ ბავშვებს ვურჩევდი, რომ ბევრი ივარჯიშონ. ივარჯიშონ ეზოში, დარბაზში, სახლში, როგორც ამას შოთა არველაძე აკეთებდა. მას ორივე ფეხით შეეძლო კარგად თამაში.

არ დანებდეთ, მარტივად არაფერი მოდის, ოფლში უნდა გაიწურონ, რომ შემდეგ ოცნებები აუსრულდეთ. მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგად გახდებიან პროფესიონალი ფეხბურთელები.''

რეპორტაჟიდან ვიგებთ, რომ ''აიაქსში'' განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ აკადემიაშია ბიბლიოთეკა, მედიასტუდია და ენების შემსწავლელი კურსები. ასევე, დიდი მნიშვნელობა სწორ კვებას და დისციპლინას ენიჭება. ''აიაქსის'' აკადემიაში სპორტულ ფსიქოლოგიასაც ასწავლიან.

აკადემიის ფეხბურთელები გადასახადებისგან თავისუფლდებიან. მათ მშობლებს სიმბოლური თანხის გახდა უწევთ, რაც წელიწადში 12 ევროს შეადგენს. არჩილ არველაძის თქმით ''აიაქსის'' აკადემიაში ფეხბურთელთა რაოდენობა ასს შეადგენს.

მთავარ ფოტოზე: რონალდ დე ბური, შოთა არველაძე და მიქაელ ლაუდრუპი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები