Aa
Aa

"შენ აქ არ უნდა იყო" - პარდიუს პირველი დღე "ნიუკასლში" და ჯოი ბარტონი

ალან პარდიუმ "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პირველი დღე გაიხსენა. პარდიუმ A Pint with Eamonn and the Gaffers პოდკასტში ისაუბრა და აქცენტი "კაჭკაჭების" "ცუდ ბიჭზე", ჯოი ბარტონზე გააკეთა.

"პირველ დღეს, როცა გუნდში მივედი, ვხედავ ჩემს ოთახში ჯოი ბარტონი შემოდის. იგი თავისთვის დამახასიათებელ სტილს იყენებს და მთელი სერიოზულობით მეუბნება: "გამარჯობა, როგორ ხარ? არავითარი ფორმალურობა. მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ მე და ფეხბურთელებს არ გვსურს, რომ აქ იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შენ აქ არ უნდა იყო და ჩავთვალეთ, რომ ეს უნდა გცოდნოდა".

შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პარდიუმ 5 წელიწადი გაატარა. იგი გუნდში 2010 წლის დეკემბერში მივიდა და "კაჭკაჭები" 2015 წლის იანვარში დატოვა.

პარდიუ "ნიუკასლს" 184 შეხვედრაში გაუძღვა და მისმა კოლექტივმა საუკეთესო შედეგი 2011-12 წლების სეზონში დააფიქსირა, როცა პრემიერ ლიგის მეხუთე ადგილი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები