Aa
Aa

"სპარტაკის" ფანმა ჯანო ანანიძეს ინვალიდი უწოდა

რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში მოსკოვის „სპარტაკი“ შინ „როსტოვთან“ ანგარიშიტ 4:1 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მოსკოველთა რიგებში არ უთამაშია და 90-ვე წუთი სათადარიგოზე გაატარა.

მატჩის დასრულების შემდეგ კლუბის დირექტორს ტომას ცორნსა და გულშემატკივრებს შორის შელაპარაკება მოხდა.

ფანი განრისხებული იყო საყვარელი გუნდის მორიგი წაგებით.

კამათის დროს მან ჯანო ინვალიდათ მოიხსენია და ვერ ხვდება თუ რატომ არის ის „სპარტაკის“ შემადგენლობაში.

  

„ გულშემატკივარი  - თქვენ ხომ დირექტორი ხართ? მწვრთნელს რაღაც ხომ უნდა უთხრათ. გამოდის, მწვრთნელი გერმანელია. არ ესმის, რაშია საქმე.

 ცორნი - ყველას ყველაფერი ესმის. მასაც ყველაფერი ესმის. გუნდთან კარგად ურთიერთობს.

გულშემატკივარი - მაშინ რატომ არ ასრულებენ? აი, ჩემთვის მირზოვი და აი ეს, ჯანო - ინვალიდები არიან. მას არ ესმის, რომ გუნდში ამათი ადგილი არ არის?!

ცორნი - ნორმალური ბიჭები არიან, ნორმალური ფეხბურთელები.

გულშემატკივარი - მე  ვამბობ, თამაშის მიხედვით.

ჩატარებული 19 ტურის შემდეგ  „სპარტაკი“ სატურნირო ცხრილში  22 ქულით მე-19 ადგილზე არიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები