უეფაში 19-წლამდე ნაკრებთა ახალი ფორმატის გათამაშების წილისყრა გაიმართა

სიახლე 05.12.2019
A+ A- 17:52

2020-22 წლებში, უეფას გადაწყვეტილებით, 19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობით ახალი ფორმატის გათამაშება გაიმართება. უეფას წევრი ქვეყნების 19-წლამდე ნაკრებების მიერ 2015-2019 წლებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ასაკობრივი გუნდების რეიტინგი შედგა და 54 ნაკრები სამ ლიგაში გადანაწილდა. 

A ლიგა - 20 გუნდი - 5 ჯგუფი
B ლიგა - 16 გუნდი  - 4 ჯგუფი
C ლიგა - 18 გუნდი  - 5 ჯგუფი 

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (დაკომპლექტებული 2003 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ფეხბურთელებით), ნიონში გამართული წილისყრის შედეგად B ლიგის პირველ  ჯგუფში მოხვდა.

2022 წლის 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, გუნდები ასპარეზობას მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყებენ.

2020 წლის 7-13 ოქტომბერს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები ბულგარეთში შედგება. 

გათამაშების წესების თანახმად, B  ლიგაში მონაწილე 16 ნაკრებიდან ხუთი საუკეთესო A ლიგაში აღზევდება, მათ ადგილს კი A ლიგის ბოლო ხუთი ნაკრები დაიკავებს. B ლიგის დაბალრეიტინგული  ხუთი გუნდი კი C ლიგაში დაქვეითდება, მათ ადგილს  ქვედა ლიგიდან აღზევებული ხუთი ნაკრები შეავსებს.

გათამაშების ახალი ფორმატი, 2022 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს წარმოადგენს, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება. 

A ლიგაში მყოფი ნაკრებები ოთხივე რაუნდში იასპარეზებენ. B ლიგის გუნდები სამ რაუნდში, C ლიგის ნაკრებები კი ორ რაუნდში ითამაშებენ.

პირველი რაუნდი 2020 წელი - 2 სექტემბერი - 17 ნოემბერი
მეორე რაუნდი  2021 წელი - ივნისი
მესამე რაუნდი 2021 წელი - 30 აგვისტო - 16 ნოემბერი 
მეოთხე რაუნდი 2022 წელი - 21-29 მარტი 

2022 წლის ივლისში, ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე სულ რვა ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი 19 წლამდე ნაკრებთა ახალი ფორმატის შესახებ:

 ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "ვფიქრობ, რომ ახალი სისტემა ძალიან საინტერესოა. რეალურად ჩვენი მიზანი იყო, რომ ნაკრები ყველა ასაკში გვყოლოდა და ამ გუნდებს ჰქონოდათ რაც შეიძლება მეტი ოფიციალური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ამ იდეამ გაამართლა და ამის დასტურია, რომ 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებები ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ. ვფიქრობ, რომ განახლებული სისტემა ახალგაზრდა ფეხბურთლებისთვის უფრო საინტერესოა. იმიტომ, რომ 17-წლამდე ელიტ-რაუნდის დასრულების შემდეგ, მათ უკვე ეცოდინებათ, რომ იმავე წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ნაკრებთა მინი ტურნირზე ჩაერთვებიან და რეალურად ერთი წლით ადრე დაიწყებენ ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ამ ფორმატით იზრდება ოფიციალური თამაშების რაოდენობა, რაც მისასალმებელია. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს ასაკობრივ ნაკრებს ძალიან საინტერესო გზის გავლა მოუწევს და ვთვლი, რომ მოთამაშეები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ჩვენი მიზანია, რომ 'ა' ლიგაში გადავიდეთ და კიდევ უფრო ძლიერ ნაკრებებს დავუპირისპირდეთ. 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის განახლებული საკვალიფიკაციო სისტემა შეგვიძლია ერთა ლიგას შევადაროთ. აქ პრაქტიკულად იგივე სისტემაა ოღონდ 19-წლამდე ფეხბურთელებს შორის. სამომავლოდ მოსალოდნელია, რომ მსგავსი სისტემა დაინერგოს 17-წლამდე ნაკრებებშიც. 2020 წელი ძალიან საინტერესო იქნება, ახალი გამოწვევებით და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებით დატვირთული. ეს ეხება როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებს."

ლა ლიგის 23-ე ტურში „ბარსელონა“ „მესტალიაზე“ „ვალენსიასთან“ 0:2 დამარცხდა. კიკე სეტიენის გუნდმა უსახური შეხვედრა ჩ...

გერმანიის რანგით მესამე ლიგაში ლუკას ჰუფნაგელმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 21-ე ტურში ''ვიურცბურგერ კიკერსი'' შინ ''უნტერჰახინგთან'' 1:2 დამარცხდა. 2...

თურქულ შეკრებაზე ყაზანის ''რუბინმა'' ამხანაგური მატჩი ბრატისლავას ''სლოვანის'' წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა რუსულმა გუნდმა 2:1 მოიგო. მეორე გოლისას სა...

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ზაგრების „დინამოს“ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი დანი ოლმო ამიერიდან „ლაიპციგისთ...

''ლივერპულს'' ისკოს გადაბირება 47 მილიონ ფუნტ სტერლინგად სურდა, თუმცა მადრიდულმა კლუბმა შეთავაზებას უარით უპასუხა და ნახევარმცველი ‘‘ბერნა...

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით დორტმუნდი ემრე ჯანის ტრანსფერზე მუშაობს. ტურინელები ჯანის კატალონიის ‘‘ბარსელონას’’ სთავაზობდნენ, გა...

ესპანური Mundo-ს ცნობით, „სევილია“ „მილანთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სუსოს გაფორმება ზამთარშივე შეძლოს. ანდალუს...

36 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბაკარი სანია შესაძლოა ლიგა 1-ში დაბრუნდეს და ‘‘ნანტის’’ რიგებში ჩაირიცხოს. ეკიპის ცნობით მონრეალის დ...

ესპანური გამოცემები Mundo, Sport-ი და AS-ი იუწყებიან, რომ „ბარსელონამ“ ობამეიანგზე უარი თქვა და მათი ნომერ პირველი სამიზნე როდრიგო მორენოა...

CrystalSport-ი ზამთრის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით, წარმოგიდგენთ. გავლენიანი ევროპული გამოცემების მიხედვით, უახლესი ინ...

''მონაკოს'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ტიერი ანრი გასული წლის ნოემბერში ''მონრეალის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. Sportsmail-თან ინტერვიუში...

Goal-ის ცნობით, პსჟ და „იუვენტუსი“ ფეხბურთელების გაცვლასთან ახლოს არიან. ტურინელებს ლაუვინ კურზავა შეუერთდებათ, პარიზელებს კი მატია დე შილ...

Mirror-ის ინფორმაციით, „რომა“ „ბარსელონას“ 21 წლის ესპანელი შემტევის კარლეს პერესის შეძენას აპირებს. რომაელები პერესს დაშავებუ...

Guardian-ის ინფორმაციით, კრისტიან ერიკსენის სატრანსფერო საგა დასრულდა და დანიელი ნახევარმცველი მომდევნო კვირაში მილანის „ინტერის“ მოთამაშე...

რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დენის გლუშაკოვმა ყოფილი თანაგუნდელის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. 32 წლის გლუშაკოვი რუსულ მედიას ესაუბრა, მის...

რუსული ყაზანის ''რუბინი'' ქართველმა ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ დატოვა. ინფორმაცია ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა. თითქმის გადაწყვეტილ...

მადრიდის ‘‘ატლეტიკოს’’ ფორვარდი ტომას ლემარი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. 2017 წლიდან მოყოლებული ლემარი ლონდონის ‘&l...

‘‘ვესტ ჰემი’’ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ‘‘რივერ პლეიტის’’ ფეხბურთელის, გონსალო მონტიელის დამატებას გე...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport-ი ზამთრის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით, წარმოგიდგენთ. გავლენიანი ევროპული გამოცემების მიხედვით, უახლესი ინ...
25.01.2020
„ჰაცუ ბაშოს“ ბოლოს წინა სატურნირო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაისუს დაუპირისპირდა და უმარტივესად, უატენაგეს ილეთით დამარცხდა. ლევანმა ბრძოლა ...
25.01.2020
რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დენის გლუშაკოვმა ყოფილი თანაგუნდელის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. 32 წლის გლუშაკოვი რუსულ მედიას ესაუბრა, მის...
25.01.2020
''მონაკოს'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ტიერი ანრი გასული წლის ნოემბერში ''მონრეალის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. Sportsmail-თან ინტერვიუში...
25.01.2020
ლა ლიგის 23-ე ტურში „ბარსელონა“ „მესტალიაზე“ „ვალენსიასთან“ 0:2 დამარცხდა. კიკე სეტიენის გუნდმა უსახური შეხვედრა ჩ...
25.01.2020
ესპანური გამოცემები Mundo, Sport-ი და AS-ი იუწყებიან, რომ „ბარსელონამ“ ობამეიანგზე უარი თქვა და მათი ნომერ პირველი სამიზნე როდრიგო მორენოა...
25.01.2020
თურქულ შეკრებაზე ყაზანის ''რუბინმა'' ამხანაგური მატჩი ბრატისლავას ''სლოვანის'' წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა რუსულმა გუნდმა 2:1 მოიგო. მეორე გოლისას სა...
25.01.2020
გერმანიის რანგით მესამე ლიგაში ლუკას ჰუფნაგელმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 21-ე ტურში ''ვიურცბურგერ კიკერსი'' შინ ''უნტერჰახინგთან'' 1:2 დამარცხდა. 2...
25.01.2020
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ზაგრების „დინამოს“ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი დანი ოლმო ამიერიდან „ლაიპციგისთ...
25.01.2020
''ლივერპულს'' ისკოს გადაბირება 47 მილიონ ფუნტ სტერლინგად სურდა, თუმცა მადრიდულმა კლუბმა შეთავაზებას უარით უპასუხა და ნახევარმცველი ‘‘ბერნა...
25.01.2020
36 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბაკარი სანია შესაძლოა ლიგა 1-ში დაბრუნდეს და ‘‘ნანტის’’ რიგებში ჩაირიცხოს. ეკიპის ცნობით მონრეალის დ...
25.01.2020
უკანასკნელი სიახლეები