Aa
Aa

ლაუტარო: „ინტერი ჩემი სახლია"

„ინტერის“ ფეხბურთელმა, ლაუტარო მარტინესმა „ნერაძურის“ გულშემატკივრები გაახარა და განაცხადა, რომ „ინტერი“ მისი სახლია.

არგენტინელმა თავდამსხმელმა მილანურ კლუბზე Sky Sport Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერია A-ში ბედნიერია.

„ინტერი ჩემი სახლია. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. „ნერაძურის“ გულშემატკივრები მუდამ თბილად მექცევიან და ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა.

მე ყველაფერს ვაკეთებ, რათა დავამტკიცო, რომ „ინტერის“ მაისურის მორგების ღირსი ვარ. მინდა „ნერაძურის“ გულშემატკივრებსა და ჩემს ოჯახს მაქსიმალურად დიდი სიხარული ვაჩუქო“.

22 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. ლაუტარომ მილანური გუნდის რიგებში 19 შეხვედრა ჩაატარა და თავი 13-ჯერ გამოიჩინა.

მარტინესის წარმატებული ასპარეზობა ევროპული ფეხბურთის გრანდებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. უცხოური პრესა დიდი ხანია ლაუტაროს „ბარსელონას“ უკავშირებს. ბრიტანული გამოცემები კი იტყობინებიან, რომ „ინტერის“ შემტევისთვის ბრძოლაში „ბლაუგრანას“ „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდება. თავის მხრივ „ნერაძური“ ლაუტაროს გასხვისებას არ აპირებს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები