ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია - LIVE
ამ წუთებში პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა დასახელდეს.
ფავორიტთა შორის ლეო მესი და ვირჯილ ვან დეიკი იმყოფებიან. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არგენტინელმა "ლივერპულის" უკანახაზელს ფავორიტის სტატუსი ჩამოართვა და ჯილდოს მოპოვების უპირობო ფავორიტად "ბარსას" ათიანი ითვლება.
აქვე გეტყვით, რომ დაჯილდოების ცერემონიას არ ესწრება კრიშტიანუ რონალდუ. როგორც ირკვევა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Gran Galà del Calcio-ს უნდა დაესწროს, სადაც უდიდესი ალბათობით სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადასცემენ.
Sport-ის ცნობით რონალდუ პარიზში სწორედ ამიტომ არ მიემგზავრება. აღსანიშნავია, რომ რონალდუს შანსი აქვს საუკეთესო გოლის ავტორი გახდეს და გასული სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდეს.
დაჯილდოების ცერემონია - LIVE