Aa
Aa

"ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა და "სიტის" 11 ქულით უსწრებს! (VIDEO)

პრემიერლიგის მე-14 ტურში იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

„მერსისაიდელებმა“ პირველი ტაიმი ვირჯილ ვან დეიკის დუბლით მოიგეს.

მეორე ნახევარი შედარებით მძიმე გამოდგა. სტუმრებმა 76-ე წუთზე რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს. ალისონის გაძევების შემდეგ 79-ე წუთისთვის დანკმა ანგარიში შეამცირა, თუმცა „ბრაიტონმა“ ამის მეტი ვერაფერი შეძლო და ‘წითლებმა“ დაგეგმილი 3 ქულა გაიფორმეს.

„ლივერპული“ ამ გამარჯვების შემდეგ „სიტის“ 11 ქულით უსწრებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს ჩემპიონობის ძალიან მცირე შანსი რჩება.

„მერსისაიდელები“ კი სანუკვარ ტიტულს უახლოვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები