Mundo Deportivo - მესის ნეიმარისთვის არაფერი მიუწერია!
Aa
Aa

Mundo Deportivo - მესის ნეიმარისთვის არაფერი მიუწერია!

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ, ლიონელ მესის ნეიმარისთვის არაფერი მიუწერია და France Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ლივერპულთან“ განცდილმა ფიასკომ ლეოზე დიდი გავლენა მოახდინა. „ლა პულგამ“ „მერსისაიდელებთან“ მარცხი ძალიან განიცადა და გარკვეული პერიოდი თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.

მესი სოციალურ ქსელებს, მათ შორის WhatsApp-საც არ იყენებდა და ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეტყობინება დაუგროვდა. არგენტინელი სხვებისგან დისტანციას იცავდა და გამონაკლისი არც ნეიმარი გახლდათ.

კატალონიური გამოცემა ხსენებულ ინფორმაციას იმ ადამიანებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც „ლივერპულთან“ კრახის შემდეგ უშუალოდ მესისთან იმყოფებოდნენ.

Mundo Deportivo გვარწმუნებს, რომ France Football-ის ცნობები რეალობასთან ახლოს არაა და „ლა პულგა" ნეიმარს არ დაკავშირებია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემის მიხედვით "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ მესიმ ნეიმარს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „ჩემპიონთა ლიგის მოგებას მხოლოდ ერთად შევძლებთ. მინდა რომ დაბრუნდე. მე ორი წლის შემდეგ წავალ და შენ მარტო დარჩები, შენ ჩემს ადგილს დაიკავებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები