Aa
Aa

პეტი: „ნეიმარი პსჟ-ს პატივს არ სცემს"

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა მოთამაშემ ემანუელ პეტიმ ნეიმარი გააკრიტიკა. ფრანგი ფეხბურთელი „ნეის“ ასპარეზობასა და მის გარშემო შექმნილ სიტუაციას RMC Sport-თან საუბრისას გამოეხმაურა.

„როცა ზიდანისა და ჯორკაეფის მხარდამხარ ვთამაშობდი, ვიცოდი, რომ მათ ინდივიდუალური ოსტატობით მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლოთ. ამიტომ, ვეგუებოდით იმას, რომ ისინი დაცვაში თამაშით თავს არ იწუხებდნენ. ჩვენ მათი გვესმოდა და ისინი დაკისრებულ მოვალეობას მშვენივრად ასრულებდნენ. ნეიმარის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა.

ეს ბიჭი მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობს და სხვა არ აინტერესებს. მისი თანაგუნდელების ადგილას წარმოიდგინეთ თავი. მათ თვეების განმავლობაში ნეიმარის დრამასთან, მის გულშემატკივრებთან და იმ ფეხბურთელთან უწევთ ურთიერთობა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენს“ პატივს საერთოდ არ სცემს“.

როგორც მოგეხსენებათ ნეიმარს ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა და ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება. 27 წლის ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ გამართულ მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და თავი არაფრით გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები