ქაფპოლისტიროლით სავსე მანქანა - ბითაძეს თანაგუნდელები გაეხუმრნენ
Aa
Aa

ქაფპოლისტიროლით სავსე მანქანა - ბითაძეს თანაგუნდელები გაეხუმრნენ

„ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელებმა გოგა ბითაძეს აგრძნობინეს რას ნიშნავს იყო NBA-ს ახალწვეული. ვიზასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ტრავმების შემდეგ, 20 წლის ქართველის თანაგუნდელებმა დრო იხელთეს და ბითაძეს გაეხუმრნენ.

„პეისერსის“ ცენტრმა, მაილს ტერნერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მომხდარის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ „ინდიანას“ მოთამაშეებმა გოგას მანქანა დანაწევრებული ქაფპოლისტიროლით აავსეს.

ბითაძემ შორიდანვე შეამჩნია რაშიც იყო საქმე და მანქანასთან მისვლისას თანაგუნდელებს ჰკითხა: „ახლა ამ ყველაფერს თქვენ გამოიტანთ ხომ“? რაზეც მაილს ტერნერმა ასე უპასუხა: „ჩვენ არაფერს გავაკეთებთ“.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში ახალწვეულები ვალდებულები არიან „ახალწვეულის მოვალეობები“ შეასრულონ, რომლებიც ხან პირსახოცებისა და ზურგჩანთების თრევას მოიცავს, ხან - უცნაური კოსტუმების მორგებას. ყველაფერი მათი თანაგუნდელების ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ვიდეოში "ინდიანას" გამთამაშებელი, მალკოლმ ბროგდონი ამბობს, რომ გოგა ხსენებულ მოვალეობებს პატივს არ სცემს და არაფერს აკეთებს. ბროგდონის პოზიციას "პეისერსის" სხვა მოთამაშეებიც იზიარებენ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები