Aa
Aa

როგორ დაემშვიდობა პოჩეტინო "ტოტენჰემს"?

„ნისლიან ალბიონზე“ ფოტოსურათები გავრცელდა, რომლებშიც ჩანს თუ როგორ დაემშვიდობა მაურისიო პოჩეტინო თავის ყოფილ კლუბსა და ფეხბურთელებს.

არგენტინელი სპეციალისტის ასისტენტის, ხესუს პერესის მიერ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოსურათებში დაფიქსირებულია მომენტი, როცა პოჩეტინო თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვას დაფაზე წერს.

„დიდი მადლობა ყველა თქვენგანს. ჩვენ ერთმანეთს ვერ დავემშვიდობეთ... თქვენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნებით“.

როგორც ირკვევა სანაკრებო პაუზის გამო, „ტოტენჰემს“ პირველად ოთხშაბათს უნდა ევარჯიშა. პოჩეტინო კი პოსტიდან სამშაბათს გაათავისუფლეს და იგი თავის შეგირდებს სწორედ ამიტომ ვერ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიომ შეცვალა, რომელიც პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს, „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. რაც შეეხება პოჩეტინოს, უცხოურ პრესას თუ დავუჯერებთ იგი უმუშევარი დიდხანს არ დარჩება. 47 წლის სპეციალისტის გადაბირება ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები