მე-3 ეტაპიც დასრულებულია! - მიხაილოვიჩმა ჰოსპიტალი დატოვა
Aa
Aa

მე-3 ეტაპიც დასრულებულია! - მიხაილოვიჩმა ჰოსპიტალი დატოვა

იტალიური "ბოლონიას" მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა ქიმიოთერაპიის მე-3 ეტაპიც წარმატებით დაასრულა და ჰოსპიტალი დატოვა.

სერბი სპეციალისტის მეუღლემ დღეს საკუთარ "ინსტაგრამზე" სინიშასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა ახლდა: "ამაზე უფრო ლამაზი არაფერია. სახლში დაბრუნება".

View this post on Instagram

❤️ Più bella cosa non c’è ....❤️ Back Home ❤️

A post shared by Arianna Rapaccioni Mihajlovic (@ariannamihajlovic) on Nov 20, 2019 at 4:02am PST

მიხაილოვიჩს ივლისში ლეიკემია დაუდგინდა, რის შემდეგაც მან მკურნალობის 3 კურსი გაიარა, რაშიც სრულიად საფეხბურთო სამყარო გვერდით უდგას.

50 წლის მიხაილოვიჩისთვის "ბოლონია" სამწვრთნელო კარიერაში მე-7 გუნდია. მან "როსობლუ" ზამთარში ჩაიბარა და გუნდთან ერთად საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები