ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში ბრუნდება
Aa
Aa

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში ბრუნდება

ლუის ენრიკე მზადაა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდეს. ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების გამო ენრიკემ სამწვრთნელო საქმიანობა შეაჩერა და ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობა, თუმცა ესპანური მედიის ცნობით 49 წლის სპეციალისტი ნაკრებში ბრუნდება.

ენრიკემ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივნისში მიიღო. ენრიკეს ასისტენტობას რობერტ მორენო უწევდა, რომელმაც ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.

მორენოს ხელმძღვანელობით ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით ითამაშა, ევრო 2020-ის F ჯგუფი ესპანეთმა 26 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, დასკვნით ტურში ესპანეთმა რუმინეთი 5:0 გაანადგურა.

ლუის ენრიკე, რომელსაც მადრიდის ''რეალსა'' და კატალონიის ''ბარსელონაში'' უთამაშია, 2011-17 წლებში იტალიურ ''რომაში,'' ვიგოს ''სელტასა'' და კატალონიის ''ბარსელონაში'' მუშაობდა. ასტურიელი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 2018 წლის 9 ივლისს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები