NBA - შეუდარებელი ლუკა დონჩიჩი და პოლ ჯორჯის Game Winner
Aa
Aa

NBA - შეუდარებელი ლუკა დონჩიჩი და პოლ ჯორჯის Game Winner

დალასი - სან ანტონიო 117 - 110

„დალას მავერიქსის“ ახალგაზრდა კალათბურთელი, ლუკა დონჩიჩი არაამქვეყნიურ სეზონს ატარებს. ტეხასელთა ვარსკვლავთბიჭუნამ ამჯერად გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და პირადი რეკორდი დაამყარა.

დონჩიჩმა „სპურსს“ 42 ქულა ჩაუგდო და თან სამმაგი დუბლი გაიფორმა - 11 მოხსნა, 12 ასისტი. სლოვენიელი მოთამაშის გარდა 22 ქულით ფინი-სმიტი გამოირჩა, ხოლო პორზინგისმა 18 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მიითვალა.

რაც შეეხება დამარცხებულ „სან ანტონიოს“, აშკარაა, რომ „სპურსს“ კრიზისი აქვს. პოპოვიჩის შეგირდებმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგეს, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება. „სან ანტონიოს“ ვერც დემარ დეროუზენის ბრწყინვალე თამაშმა უშველა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. „სპურსის“ მთავარი პრობლემა კვლავ არასტაბილურობაა და ეს „დალასთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

კლიპერსი - ოკლაჰომა 90 – 88

„კლიპერსის“ სუპერვარსკვლავი, პოლ ჯორჯი მესამე შეხვედრაა საკალათბურთო სამყაროს გაოცებას ახერხებს. გამოჯანმრთელებულმა "პიჯი13-მა" ჯერ "პელიკანსს" 33 ქულა ჩაუგდო, შემდეგ "ატლანტა" გაამწარა და „ჰოუქსთან 37 ქულა მიითვალა, გამთენიისას კი ყოფილ გუნდთან, „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ Game Winner გაიფორმა.

შეხვედრის დასრულებამდე 25 წამით ადრე ჯორჯმა კალათში სამქულიანი მოათავსა და „კლიპერსი“ წინ ერთი ქულით გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ „ოკლაჰომას“ თამაშის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ გილჯეს-ალექსანდერისა და გალინარის სროლებმა მიზანს არ უწია.

ჯორჯის გარდა "კლიპერსის" წარმატება მონტრეზლ ჰერელის დამსახურება გახლდათ. ეს უკანასკნელი 28 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

"ოკლაჰომას" კი 22 ქულით კრის პოლმა ულიდერა. გალინარიმ 14 ქულა მიითვალა, ხოლო შროდერი 12 ქულას დასჯერდა. 

ნიუ იორკი - კლივლენდი 123 – 105

ბრუკლინი - ინდიანა 86 – 115

ტორონტო - შარლოტი 132 – 96

ჩიკაგო - მილუოკი 101 – 115

ჰიუსტონი - პორტლენდი 132 – 108

ფინიქსი - ბოსტონი 85 – 99

იუტა - მინესოტა 102 - 112

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები