კაშია:
Aa
Aa

კაშია: "ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ"

შვეიცარიაში განცდილი მარცხის შემდეგ, განვლილი შეხვედრა და გუნდის თამაში შეაფასა გურამ კაშიამ. "სან ხოსეს" ცენტრალურმა მცველმა აღნიშნა, რომ გუნდის თამაშში პროგრესი აშკარაა.

"ვთვლი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო. ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გოლი დაგკვაკლდა. აღნიშნულ სამ თამაშში ორი გოლი, რომ გაგვეტანა სატურნირო ცხრილში განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. საერთო ჯამში ამ ციკლში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ და სტაბილურად ვითამაშეთ. ეს მთლიან გუნდს ეხება, რადგან დაცვით ფეხბურთში შემტევებმა და ნახევარმცველებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ყველას გვმართებს, რომ შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ.

​შვეიცარიის წინააღმდეგ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მეტოქეს ბევრი სირთულე შევუქმენით, პირველი გოლი, რომ გაგვეტანა თამაში შესაძლოა ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. ვთვლი, რომ თამაშის ხარისხით ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს შედეგზე არ აისახა. ​ჩემი აზრით, ნაკრების ახალმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ისინი მარტშიც დაგვეხმარებიან. ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ.

იმედი მაქვს, რომ მარტში წარმატებას მივაღწევთ. თუ იმ შეხვედრებშიც ასეთ ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ, შედეგი აუცილებლად იქნება."

ზურიკო დავითაშვილი: "საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ალბათ სასურველ შედეგს მივაღწევდით. რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია, მაგრამ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა."

კაშიასა და დავითაშვილის კომენტარებს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები