Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა გერმანული შეკრება დაასრულა და შვეიცარიაში გადაინაცვლა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში 3-დღიანი შეკრება დაასრულა. „ჯვაროსნებმა“ გუშინ ბოლო ვარჯიში გამართეს, რომელშიც მონაწილეობა შვეიცარია-ხორვატიის მატჩებისთვის გამოძახებულმა 24-ვე ფეხბურთელმა მიიღო.

„ჯვაროსნებს“ ტრავმის შემდეგ ნიკა კვეკვესკირი დაუბრუნდა, რომელიც გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. 27 წლის ნახევარმცველის თქმით, უახლოეს ორ მატჩში დადებითი შედეგი, ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ გუნდის თავდაჯერებაზე აისახება.

ვლადიმირ ვაისის გუნდი დღეს დილით შვეიცარიაში გაემგზავრა და ხვალინდელ თამაშამდე დასკვნით მზადებას სენტ გალენში გაივლის. ქართველები საფეხბურთო კლუბ „სენტ გალენის“ საშინაო არენა „კიბუნპარკზე“ ივარჯიშებენ.

შვეიცარიისა და საქართველოს მატჩი, რომელსაც ჰოლანდიელი დენი მაკელი განსჯის, 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათიდან, სწორედ „კიბუნპარკზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები