დანიის ნაკრებმა საქართველო 14:0 გაანადგურა
Aa
Aa

დანიის ნაკრებმა საქართველო 14:0 გაანადგურა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მძიმე მარცხი განიცადა. დანიის ნაკრებმა საქართველო 14:0 გაანადგურა. ლევან ბაჯელიძის გუნდი დანიასთან მატჩამდე ჯგუფის ლიდერ იტალიასთან 0:6 დამარცხდა.

სკანდინავიელთაგან გოლები ნადია ნადემმა (2), პერნილე ჰარდერმა (4), სტინ ლარსენმა (3), ნიკოლინ სორენსენმა (2), სოფიე სვავამ (2) და რიკე მადსენმა გაიტანეს.

ლევან ბაჯელიძემ დანიასთან შეხვედრაში შემდეგ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება: გაბუნია (სუხაშვილი 46), პასიკაშვილი, კალანდაძე, სუთიძე, ტატუაშვილი, რაუხი, ბაქრაძე, თოდაძე, მატვეევა, ჭყონია (ჩემინავა 46), ჭიჭინაძე (დანელია 46)

საქართველოს ნაკრების მეკარემ, თათია გაბუნიამ პირველ ტაიმში 10 გოლი გაუშვა და შესვენების შემდეგ თურქული ''ერეგლი ბელედიესპორის'' მეკარემ, თეონა სუხაშვილმა შეცვალა.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროშესარჩევის ხუთ მატჩში 30 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

2009 წელს დანიის ნაკრებმა საქართველოს 15:0 სძლია. 2006 წლიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები ყველაზე დიდი ანგარიშით სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში დამარცხდა.

B ჯგუფში იტალია 18 ქულით პირველ ადგილზეა, დანია 15 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ბოსნიამ 9 ქულა მოიპოვა, ხოლო ისრაელისა და მალტას ანგარიშზე თითო-თითო ქულაა.

საქართველოს ნაკრები 0 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები