პოსტი
Aa
Aa

პოსტი "ინსტაგრამზე" - რონალდუს პირველი საჯარო რეაქცია ზედიზედ 2-ჯერ შეცვლის შემდეგ

ბოლო დღეებია კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბარი არ წყდება. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მაურიციო სარი ზედიზედ 2 მატჩია ადრეულად ცვლის, "იუვეს" კი გამარჯვების გოლი ამის შემდეგ გააქვს.

"ლოკომოტივთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისას პირენეელი 82-ე წუთზე შეცვალეს, "მილანთან" შეხვედრისას კი მინდვრის დატოვება 55-ე წუთზე მოუწია. ორივე ამ შეცვლის მიზეზად მაურიციო სარიმ რონალდუს მუხლის დაზიანება დაასახელა.

თავად რონალდუ ამ დრომდე მედიის წინაშე არ წარმსდგარა, მან რამდენიმე საათის წინ "ინსტაგრამზე" პოსტი გაავრცელა, რომლითაც "იუვეს" გუშინდელი გამარჯვება იზეიმა: "რთული თამაში, მნიშვნელოვანი გამარჯვება", პოსტი მხოლოდ ამ მოკლე წინადადებას შეიცავს.

View this post on Instagram

Partita difficile, vittoria importante! #finoallafine

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on Nov 11, 2019 at 3:10am PST

იტალიური პრესა სარისა და რონალდუს შორის უთანხმოებაზე ალაპარაკდა. ფეხბურთელს არ სიამოვნებს, რომ გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი აღარაა, როგორიც მასიმილიანო ალეგრის პერიოდში გახლდათ.

გუშინდელი შეცვლის შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს, რომ რონალდუმ რაღაც ჩაილაპარაკა და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 55-ე წუთი იყო, პირდაპირ გასახდელისკენ გაეშურა. პრესის თქმით, მან სტადიონის ტერიტორია თამაშის დასრულებამდე დატოვა.

კრიშტიანუ რონალდუს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე კი მხოლოდ 1 შედეგიანი დარყმა მიითვალა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება. მისი გუნდი 14 ნოემბერს - ლიეტუვას, ხოლო 17 ნოემბერს ლუქსემბურგს უნდა შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები