უცნაური ამბავი: მბაიე დიანი პსჟ-სთან პენალტის გაფუჭებისთვის გუნდიდან მოკვეთეს
Aa
Aa

უცნაური ამბავი: მბაიე დიანი პსჟ-სთან პენალტის გაფუჭებისთვის გუნდიდან მოკვეთეს

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში პსჟ-მ „ბრიუგეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, თუმცა ბელგიელბმა საკმაოდ კარგად ითამაშეს და მატჩი ლოგიკურად ფრედ უნდა დასრულებულიყო.

ქულის აღების იდეალური შანსი ბელგიელებს 76-ე წუთზე მიეცათ, როდესაც ტიაგო სილვამ საჯარიმოში მბაიე დიანი წააქცია.

დაზარალებულმა თერთმეტმეტრიანი თავადვე შეასრულა, თუმცა საკმაოდ უსუსური დარტყმა გამოუვიდა და გამოცდილმა კეილორ ნავასმა მისი მოგერიება მარტივად შეძლო.

დღეს კი ირკვევა, რომ დიანი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კლემანმა დასაჯა. ის გუნდიდან გაურკვეველი ვადით არის მოკვეთილი.

საქმე იმაშია, რომ პსჟ-ს წინააღმდეგ პენალტი ჰანს ვანაკენს უნდა შეესრულებინა, რომელიც სტაჟიანი დამრტყმელია. თვითნებობის გამო დიანი მკაცრად დაისაჯა.

„დიახ, ის ანტვერპენტან მატჩის განაცხადში არ შევიყვანე და შესაძლოა ძირითადში რამდენიმე თვით ვერ მოხვდეს. ასევე, მას სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

ამ ყველაფრის მიზეზი პენალტია, რომელიც მას არ უნდა შეესრულებინა. ის ჰანს ვანაკენს უნდა დაერტყა“. - განაცხადა ფილიპ კლემანმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები