ქვილითაიას გუნდის ''ქამბექი'' ''ფოლკსვაგენ არენაზე''
Aa
Aa

ქვილითაიას გუნდის ''ქამბექი'' ''ფოლკსვაგენ არენაზე''

ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის I ჯგუფში ბელგიურმა ''გენტმა'' გერმანიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ''ვოლფსბურგმა'' პირველი ტაიმი ჟოაო ვიქტორის გოლით მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ სტუმრებმა 3 გოლი შეაგდეს, 16-წუთიან მონაკვეთში იარემჩუკმა, დეპუატრიმ და ნგადეუ-ნგაჯიუიმ გაუტანეს ავსტრიელ მეკარე პავაო პერვანს. საბოლოოდ მატჩი გერმანული გუნდის მარცხით 1:3 დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძე თამაშისთვის კვლავ არაა მზად, ხოლო გიორგი ქვილითაია მოედანზე მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაფერი დასრულებული იყო. დანიელმა მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა ქართველი ფორვარდი მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ჩართო თამაშში.

4 ტურის შემდეგ ''გენტი'' 8 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს გერმანული გუნდი 5 ქულით იკავებს, ''სენტ-ეტიენმა'' და ''ოლექსანდრიამ'' 3-3 ქულა მოიპოვეს.

28 ნოემბერს ''გენტი'' ფრანგულ კლუბს ესტუმრება, 12 დეკემბერს უკრაინულ ''ოლექსანდრიას'' მიიღებს.

I ჯგუფში ''გენტი'' ერთადერთი გუნდია, რომელიც არ დამარცხებულა.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები