Aa Aa
8 ნოემბერი 2019  |  10:15

MLS-ის კომისარი: "ზლატანის გადაბირებით მილანი ინტერესდება"

MLS-ის კომისარმა, დონ გარბერმა დაადასტურა, რომ „მილანი“ ლოს-ანჯელეს „გელექსის“ სუპერვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებით ინტერესდება. „იბრას“ ამერიკულ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე აკავშირებს და დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ შვედი ფეხბურთელი კარიერას ევროპაში გააგრძელებს.

უცხოური პრესის მიხედვით ზლატანის საკუთარ რიგებში ხილვა „ნაპოლის“, „ბოლონიასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურთ. „გელექსის“ მესვეურები კი იმედოვნებენ, რომ იბრაჰიმოვიჩი აშშ-ს არ დატოვებს.

ლოს-ანჯელესელთა პოზიციას გარბერიც იზიარებს, თუმცა მიაჩნია, რომ „იბრას“ მომავალი სავარაუდოდ „როსონერის“ უკავშირდება.

„ზლატანი საინტერესო ადამიანია. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავი გოლი შეაგდო და რეკორდების დამხობასთან ძალიან ახლოს იყო. თანაც იბრა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ყველასგან გამორჩეულია“.

„ზლატანი 38 წლისაა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, „მილანი“ მის გადაბირებას მაინც ცდილობს. პირადად მე მინდა, რომ იბრაჰიმოვიჩი MLS-ში დარჩეს, თუმცა ყველაფერი ლოს-ანჯელეს გელექსიზე იქნება დამოკიდებული. მე ზლატანის თამაშით უდიდესი სიამოვნება მივიღე და განსაკუთრებით ის მომენტები დამამახსოვრდა, როცა მესამე პირში მესაუბრებოდა“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები