კობიაშვილი:''კონკრეტული ფაქტები უნდა დადო ან არ უნდა ისაუბრო''
Aa
Aa

კობიაშვილი:''კონკრეტული ფაქტები უნდა დადო ან არ უნდა ისაუბრო''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილმა Facebook-ის საშუალებით გულშემატკივრების კითხევს უპასუხა და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი:''ყოველი მატჩის შემდეგ მსაჯს შეფასება ეწერება. თუ შეფასება დაბალია, ბუნებრივია ეს მსაჯი ისჯება, რაც ნიშნავს, რომ ერთ ან რამდენიმე ტურს გამოტოვებს. ასევე შესაძლებელია, რომ რანგით მეორე ლიგაში დააქვეითონ.

მსაჯისთვის წარუმატებლობა ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. თუ მსაჯი დაბალ შეფასებას მიიღებს და მისი გადაწყვეტილებები დამაკმაყოფილებელი არაა, ეს მის შემოსავალზე აისახება.

ფეხბურთელი, რომელიც შეცდომას უშვებს, რითი ისჯება? შესაძლოა სასტარტოში ან განაცხადში ვერ მოხვდეს. ხშირად შეცდომას აღვიქვამთ, როგორც მიზანმიმართულ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ გვაქვს ფაქტები. ასეთი საუბარი ქართულ ფეხბურთსა და ჩემპიონატს აზარალებს.''

ლევან კობიაშვილმა ბათუმის ''დინამოს'' მფლობელ არჩილ ბერიძის მისამართითაც ისაუბრა. კობიაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსაჯის შეცდომა არ უნდა აღვიქვათ, როგორც მიზანმიმართული გადაწყვეტილება:''როდესაც კონკრეტული გუნდის მიმართ საუბრობ, მაშინ კონკრეტული ფაქტები უნდა დადო ან არ უნდა ისაუბრო. შეცდომა ფეხბურთის ნაწილია. არსებობს მიზანმიმართული შეცდომები, მაგრამ თუ არ გვაქვს ფაქტები, მაშინ ასე საუბარი არ შეიძლება.ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში მსაჯებმა შეცდომები დაუშვეს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტები არ გამოსულან და ბრიფინგები არ ჩაუტარებიათ.''

საჩხერეში სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ეს პრობლემა გადაიჭრება. ასეთ სტადიონზე მატჩი არ უნდა ტარდებოდეს.''

ლევან კობიაშვილის თქმით ''აინტრახტის'' აქციონერების გარდა ''ტორპედოს'' გამოსყიდვა იტალიელ და ქართველ ინვესტორებსაც სურთ:''იტალიელი ინვესტორები ''ტორპედოს'' შეძენით დაინტერესებულნი იყვნენ, მათთან საინტერესო შეხვედრა შედგა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. მათ კლუბთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები აინტერესებდათ. ასევე, ვიცი, რომ ქართველ ინვესტორებსაც აქვთ ''ტორპედოს'' დაფინანსების სურვილი.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები