Aa Aa
4 ნოემბერი 2019  |  00:14

დრამატული მატჩი - სუპერ შენგელიას 20 ქულა და "რეალთან" მარცხი ბოლო წამებზე

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ''ბასკონია'' მადრიდის ''რეალთან'' 89:91 დამარცხდა. ''ბასკონიას'' რიგებში ყველაზე შედეგიანი ქართველი მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო, რომელიც ევროლიგის გასული ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, შენგელიას გუნდმა მესამე მეოთხედი ძალიან დამაჯერებლად 36:18 მოიგო, რაც გამარჯვების შესანიშნავი წინაპირობა იყო, თუმცა ბოლო მეოთხედში ''რეალმა'' დრამატული გამარჯვება მოიპოვა, სამხრეთამერიკელმა გაბრიელ დეკმა ბაზერი გაუშვა და ჩააგდო , გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ.

შენგელიამ პარკეტზე 32 წუთი და 32 წამი გაატარა,  მის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრაა. თორნიკე შენგელიას მსგავსად ''ბასკონიას'' რიგებში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმაც ითამაშა, მის ანგარიშზე 18 ქულაა.

თოკოს გადაცემა და ჯენინგის სამიანი

მიმდინარე სეზონის ესპანეთის ჩემპიონატში ''ბასკონია'' 3 მატჩი მოიგო და 4 მატჩი დათმო, სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, ვიტორიელები შემდეგ მატჩს 10 ნოემბერს ''ობრადოიროსთან'' გამართავენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!