დაუშვილის ბრწყინვალე გასროლა და კაჭარავას შედეგიანი თამაში
კვიპროსის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' სტუმრად ''დოქსას'' 6 უპასუხო გოლი გაუტანა.
ქეცბაიამ ლორია და კაჭარავა სასტარტოში დააყენა, 53-ე წუთზე კაჭარავას გოლით ანგარიში 0:3 გახდა. მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო კაჭარავას დიდი პერიოდი გაუცდა და სეზონის პირველი გოლი გაიტანა. გოლის გარდა კაჭარავამ პირველი და მეორე გოლისას საგოლე გადაცემები შეასრულა.
მატჩის მიმოხილვა
59-ე წუთზე თამაშში ბუბა დაუშვილი ჩაერთო, სტუმართა მხრიდან მეხუთე გოლი სწორედ დაუშვილის ანგარიშზეა, მან 79-ე წუთზე თავი გამოიჩინა და კვიპროსულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. დაუშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად მაღალ კუთხეში დაარტყა და საკმაოდ ეფექტური გოლი გამოვიდა.
დაუშვილის გოლი
6 ტურში ქეცბაიას გუნდმა 14 ქულა მოაგროვა და გათამაშების ლიდერია. ''ანორთოსისი'' კონკურენტებს 2 ქულით უსწრებს და მათთან შედარებით ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. ასე რომ ''ანორთოსისი'' წარმატებულ სეზონს ატარებს.