მძიმე კადრები - მასობრივი ჩხუბი მექსიკაში
Aa
Aa

მძიმე კადრები - მასობრივი ჩხუბი მექსიკაში

მექსიკის უმაღლეს დივიზიონში „სან ლუისსა“ და „კერეტაროს“ შორის გამართული მატჩი მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს შორის ჩხუბი ატყდა.

შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ყველაფერი ქაოსში გადაიზარდა. ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდეგე გუნდის ფანატებს მეტალის საგნები დაუშინეს. არეულობის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სტადიონის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა წესრიგი ვერ აღადგინეს.

მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში მომხდარის ამსახველი საკმაოდ მძიმე კადრები გავრცელდა. ფოტო და ვიდეო მასალაში ჩხუბის მასშტაბები და სიმძიმე კარგად ჩანს.

 

ESPN Mexico-ს ჟურნალისტის, კარენ პენას ინფორმაციით დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა ტიპის დაზიანება 40-მა ადამიანმა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია არეულობა რამ გამოწვია. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრა ნაადრევად შეწყდა და ფეხბურთელები გასახდელში შეიყვანეს. მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კი Liga MX-ის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ინციდენტი დაგმეს.

ადგილობრივი პრესის ცნობით გამოძიება დაწყებულია და ფეხბურთის მექსიკელი მოყვარულები ფედერაციას სანქციების გატარებისკენ მოუწოდებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები