Aa
Aa

"ძალიან შორია, რას შვება...“ - ქართველ კომენტატორებზე დღემდე განაწყენებული ვიქტორ სანიკიძე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა ვიქტორ სანიკიძემ CrystalSport-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

სანიკიძე 2 წლის წინანდელ წყენას დღემდე ვერ ივიწყებს. საუბარია 2017 წლის ევრობასკეტის შესარჩევ მატჩზე, სადაც საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან სტუმრად მისი შორეული სამქულიანის შემდეგ დაწინაურდა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა (84:90).

„ვიკას“ საკმაოდ შორეული სროლის მომენტში კომენტატორების რეაქცია მართლაც უცნაური იყო, რაც ბუნებრივია სპორტსმენისთვის შეურაცხმყოფელი და საწყენი ფაქტია.

„ძალიან შორია, რას შვება...“ - ქართველ კომენტატორებზე დღემდე განაწყენებულია ვიქტორ სანიკიძე, - „რა დავარქვა არც ვიცი...“

 

ასევე - იხილეთ სრული ინტერვიუ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები