რონალდუმ ფლორენტინო პერესს განსაკუთრებული თხოვნით მიმართა
Aa
Aa

რონალდუმ ფლორენტინო პერესს განსაკუთრებული თხოვნით მიმართა

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალუდუ თვლის, რომ მომავალი სეზონისთვის "სამეფო გუნდის" შემადგენლობას გაძლიერება სჭირდება. პორტუგალიელის აზრით, "რეალი" ნახევარდაცვაში ყველაზე მეტად მოიკოჭლებს და ამ მომენტში, ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას დამატება იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

ინტერნეტ-გამოცემა "Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდუს აზრს მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანიც იზიარებს. სწორედ ამიტომ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "სამეფო გუნდის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს თხოვნით მიმართა, რათა "რეალმა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პოლ პოგბას შეძენა სცადოს. ჯერ-ჯერობით აღნიშნულ თემაზე "რეალის" პრეზიდენტის პასუხი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას შეძენა ისეთ გუნდებსაც უნდათ, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "ჩელსი" და "პარი სენ ჟერმენი" არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები