პოჩეტინო ფეხბურთელებმა სადილზე დაპატიჟეს:''ეს ნიშნავს, რომ მათ ვუყვარვარ''
Aa
Aa

პოჩეტინო ფეხბურთელებმა სადილზე დაპატიჟეს:''ეს ნიშნავს, რომ მათ ვუყვარვარ''

მაურისიო პოჩეტინო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი წარუმატებლობების შემდეგ რთულ პერიოდს დაძლევს და შედეგს გამოასწორებს. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტმა მიმდინარე სეზონი მძიმედ დაიწყო,  გუნდი პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა, კარაბაოს თასს გამოეთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება არ მოუპოვებია, რასაც მიუნხენის ''ბაიერნთან'' უმძიმესი მარცხი მოჰყვა.

''ტოტენჰემის'' არგენტინელი მთავარი მწვრთნელი ბრიტანულ მედიას ესაუბრა. ''დეზების'' დამრიგებლის აზრით ჩრდილოლონდონური კლუბი კრიზისში არაა. პოჩეტინომ განაცხადა, რომ გასულ კვირას გუნდის ფეხბურთელებმა სადილზე დაპატიჟეს, რაც ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ვითარებაა.

''თავს ენერგიულად გრძნობ, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება. გასულ კვირას ჩემი ფეხბურთელებისგან ტექსტური შეტყობინება მივიღე, მოთამაშეები სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს სადილზე გვპატიჟებდნენ. ასეთ დროს ფიქრი მხოლოდ ორ რამეზე შეიძლება. მათ სურთ დამშვიდობება ან მათ უყვარხარ და სურთ შენთან ერთად აჩვენონ, რაც მათ შეუძლიათ. ვფიქრობ ეს მეორე შემთხვევაა. ვინ მომწერა? შეგიძლიათ გამოიცნოთ. ეს WhatsApp-ის ჯგუფში მოხდა.

კრიზისი? კრიზისი ნიშნავს სიგიჟეს? რას ნიშნავს კრიზისი? როცა გუნდი ორ მატჩში დამარცხდება, შეგიძლიათ გუნდის გამოსვლას კრიზისი უწოდოთ, მაგრამ შეგიძლია სხვა სიტყვაც გამოიყენო. ყველაზე მნიშვნელოვანია თავს როგორ ვგრძნობთ გუნდის წევრები.

იმედი მაქვს უახლოეს მატჩებში თავს კარგად წარმოვაჩენთ. ცხადია, ეს არ იქნება ადვილი. როცა არჩეულ გზაზე თავს კარგად ვერ წარმოაჩენ, არ შეგიძლია სათამაშო სისტემა შეცვალო. ეს სამუშაო პროცესია. რთულია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ და გვჯერა, რომ შემდეგ მატჩებში დაბალანსებულად ვითამაშებთ.''

ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურში ''ტოტენჰემი'' შინ ''უოტფორდს'' დაუპირისპირდება. საფეხბურთო დაპირისპირება 19 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები