ილარამენდი „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოს არის
Aa
Aa

ილარამენდი „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოს არის

ესპანური გამოცემა "მარკა"-ს ცნობით, „რეალის“ ნახევარმცველი ასიერ ილარამენდი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ესპანელი შუახაზელი „სამეფო კლუბის“ თავკაცის კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის. ილარამენდი „რეალში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ზაფხულში გუნდს თავად იტალიელი სპეციალისტი დატოვებს.

ნახევარმცველით პრემიერლიგის რამოდენიმე კლუბია დაინტერესებული. ყველაზე მეტად კი „არსენალი“ და „ლივერპული“ აქტიურობენ. ცოტა ხნის წინ „მერსესაიდელებმა“ ილარამენდით დაინტერესება ოფიციალურად დაადასტურეს.

 

ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ 2013/14 წლების სეზონში გადავიდა. მის სანაცვლოდ „სამეფო კლუბმა“ „რეალ სოსიედადს“ 32 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები