Aa
Aa

"ESPN"-მა მსოფლიოს 100 ყველაზე ცნობადი სპორტსმენი გამოავლინა

რამდენიმე საათის წინ, პოპულარულმა ტელეკომპანია "ESPN"-მა მსოფლიოს ყველაზე ცნობად სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი მე-3 ადგილს იკავებს. პირველი კი, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანუ რონალდუა. მას რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "კლივლენდის" მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი მოსდევს, ხოლო როგორც უკვე ავღნიშნეთ, მესის მესამე ადგილი უჭირავს. მე-4 პოზიციაზე ასევე "ბარსელონას" შემტევი ნეიმარი იმყოფება. ხუთეულს კი, ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი ასრულებს.

რაც შეეხება ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებს, ათეულში მხოლოდ ხამეს როდრიგესი მოხვდა(მე-9 პოზიცია). დანარჩენთაგან კი აღსანიშნავია, რომ გარეტ ბეილი მე-12 ადგილზე იმყოფება, უეინ რუნი მე-17, მესუტ ოზილი მე-19, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩი 21-ეა. წლევანდელი "ოქროს ბუცის" მფლობელი ლუის სუარესი კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მხოლოდ 22-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები