კაპიტანმა მეტოქის ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა!
Aa
Aa

კაპიტანმა მეტოქის ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა!

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში, რანგით მესამე ლიგის 27-ე ტურში ''მეშახტემ'' ტყიბულში ხობის ''კოლხეთი'' 3:0 დაამარცხა. თამაშის მიმდინარეობისას ''კოლხეთის'' მოთამაშე ირაკლი ჭანკვეტაძე და ''მეშახტეს'' ფეხბურთელი ზურაბ გელაშვილი ერთამანეთს მეორე სართულზე ბრძოლისას შეეჯახნენ. როგორც ''მეშახტეს'' ოფიციალური გვერდი იუწყება, შეჯახებისთანავე გელაშვილმა გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა. ვითარებაში სტუმართა კაპიტანი გიორგი გოგენია გაერკვა და ზურა გელაშვილი სიკვდილისგან იხსნა. 

''მეშახტეს'' პრესსამსახური იუწყება:''მეტოქის ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება. დახმარების აღმოჩენა რამდენიმე წამით რომ დაგვიანებულიყო, შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.''

''კოლხეთის'' კარში პირველი გოლი სწორედ გელაშვილმა გაიტანა, მეორე გოლი ჯუმბერ ხმელიძის ანგარიშზეა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში ლაშა ჩავჩიძემ დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები