Aa
Aa

ნინუას მორიგი შედევრი ჯარიმიდან, საკამათო პენალტი და "დინამოს" გამარჯვება თბილისურ დერბიში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ცენტრალური მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ შედგა - „დინამომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მატჩი დრამატული და შეიძლება ითქვას ხმაურიანიც გამოდგა. ამ მარცხის შედეგად „საბურთალო“ საჩემპიონო ბრძოლას პრაქტიკულად ჩამოშორდა, „დინამო“ კი მომდევნო ტურში საჩემპიონო შეხვედრას ჩაატარებს.

მატჩი გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო...

 

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანგარიში 42-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის გოლით გაიხსნა. სტუმრები თავიდან უპირატესობას ფლობდნენ და ლოგიკურადაც იგებდნენ, თუმცა მატჩი 90 წუთს გრძელდება.

მეორე ნახევარში „დინამომ“ მოუმატა და ნიკა ნინუას მორიგი ულამაზესი ჯარიმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

6 წუთის შემდეგ ნინუამ დუბლი გაიფორმა. ამჯერად პენალტის ნიშნულიდან, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ დასანიშნი ნამდვილად არ ყოფილა. შეგვიძლია მსაჯის შეცდომაზე ვისაუბროთ.

საბოლოოდ „დინამომ“ მოიგო, 61 ქულა დააგროვა და 30-ე ტურში ანგისას ბაზაზე ბათუმის „დინამოს“ შეერკინება, რომელსაც ასევე 61 ქულა აქვს. ეს იქნება საჩემპიონო მატჩი და ამით ყველაფერი ნათქვამია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები