''აიბროქსზე'' გამარჯვების შემდეგ 36 წლის დეფო ავარიაში მოყვა
Aa
Aa

''აიბროქსზე'' გამარჯვების შემდეგ 36 წლის დეფო ავარიაში მოყვა

შოტლანდიის ჩემპიონატში ''აბერდინთან'' გამარჯვების შემდეგ ''რეინჯერსის'' გამოცდილი ფორვარდი ჯერმეინ დეფო ავარიაში მოყვა. Mirror-ის ცნობით ინფორმაცია ''რეინჯერსის'' წარმომადგენელმა დაადასტურა. ავარიაში ჯერმეინ დეფოს ავტომობილის გარდა კიდევ ორი მანქანა მოყვა.

ბრიტანული მედიის ცნობით გლაზგოს ''რეინჯერსის'' ფეხბურთელი გადარჩა, დეფო არ დაშავებულა. დეფოსთან ერთად ავტომობილში მისი მეგობარი გოგო იმყოფებოდა.

დეფომ Instagram-ზე დაწერა:''მადლობა ყურადღებისთვის, თბილი გზავნილებისთვის. თავს კარგად ვგრძნობ. ახლა მივდივარ სახლში და დასვენებას ვგეგმავ. მცირე შოკიდან გამოვედი და თავს კარგად ვგრძნობ.''

შოტლანდიის ჩემპიონატის მე-7 ტურში ''რეინჯერსმა'' ''აიბროქსზე'' ''აბერდინი'' 5:0 გაანადგურა. სტივენ ჯერარდმა დეფო თამაშში მეორე ტაიმში ჩართო. მე-80 წუთზე 36 წლის დეფომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დეფოს ასევე უთამაშია ''ტოტენჰემში,'' ''პორტსმუნთში,'' ''ტორონტოში,'' ''სანდერლენდსა'' და ''ბორნმუთში.'' შოტლანდიურ კლუბში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაირიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები