Aa
Aa

"ბარსელონას" მთავარი სამიზნე ჯონ სტოუნსი იქნება!

"Daily Mail"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონა" საკუთარი დაცვის ხაზის გაძლიერებას "ევერტონის" მცველის, ჯონ სტოუნსის დამატებით ეცდება.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ესპანეთის ჩემპიონთა ხელმძღვანელები მზად არიან, ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი(35 მილიონი ევრო) შესთავაზონ. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯონ სტოუნსის სატრანსფერო ფასი ამჟამად 30 მილიონი ევროა, წესით "ევერტონის" ხელმძღვანელობა "ბარსელონას" წინადადებაზე უნდა დაფიქრდეს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" სტოუნსის შეძენას გასული ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები