Matrix challenge - ''იბრამ'' ნურმაგომედოვი, პოგბა და ჯოკოვიჩი გამოიწვია
Aa
Aa

Matrix challenge - ''იბრამ'' ნურმაგომედოვი, პოგბა და ჯოკოვიჩი გამოიწვია

''ლოს ანჯელეს გალაქსის'' 37 წლის შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალი გამოწვევა მოიფიქრა. ზლატანმა Instagram-ის Story-ზე ფილმ ''მატრიცადან''  კიანუ რივზის მიერ ტყვიების აცილების მომენტი ატვირთა, შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა.

''მეტრიქს ჩელენჯის'' გამოწვევა ბურთის მკერდზე გაჩერებას გულისხმობს. ''ბარსელონასა'' და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფორვარდმა ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა. 

პოპულარულმა სკანდინავიელმა ფეხბურთელმა ''მეტრიქს ჩელენჯში'' პოლ პოგბა, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და მინო რაიოლა გამოიწვია.

შეგახსენებთ, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩს ''მალმიოში,'' ''აიაქსში,'' ''იუვენტუსში,'' მილანის ''ინტერში,'' ''ბარსელონაში,'' ''მილანში,'' პსჟ-სა და ''მანჩესტერ იუნაიტედში'' უთამაშია.

2018 წლიდან მოყოლებული ''იბრა'' MLS-ში ასპარეზობს და ''ლოს ანჯელეს გალაქსის'' ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები