რონალდუმ ვარჯიში განაახლა და
Aa
Aa

რონალდუმ ვარჯიში განაახლა და "სპალთან" მატჩისთვის მზად იქნება

ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიში განაახლა. როგორც მოგეხსენებათ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "ბრეშასთან" ჯახი კუნთის მიკრო ტრავმის გამო გამოტოვა.

"ბიანკონერის" ლიდერს მოედანზე გასვლა შეეძლო, თუმცა "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ არ გარისკა და 34 წლის ფეხბურთელი დაასვენა.

იტალიური პრესის ინფორმაციით რონალდუ "სპალის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს და დიდი შანსია მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ "იუვემ" "ბრეშასთან" მატჩში 2-1 იმარჯვა და ტურინელთა ანგარიშზე 13 ქულაა. "ბიანკონერი" მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" 2 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება "სპალს", "ბიანკაძური" ცუდ ფორმაში იმყოფება და 5 ტურის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ სამი ქული აქვს. "იუვენტუსისა" და "სპალის" დაპირისპირება 28 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები