Aa Aa
25 სექტემბერი 2019  |  00:07

ულამაზესი ჯარიმა - არაბიძის სადებიუტო გოლი თურქულ კლუბში

თურქეთის თასის 2019_20 წლების სეზონის 1/64_ფინალურ ეტაპზე "ადანასფორმა" შინ "ფეტიესფორი " 3:1 დაამარცხა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 118_ე წუთზე გამარჯვებულთა ქართველმა შემტევმა გიორგი არაბიძემ დააფიქსირა, რომელიც თურქულ კლუბს პორტუგალიური "ნასიონალიდან" იჯარის წესით გასულ ზაფხულში შეუერთდა და სადებიუტო გოლი "ფეტიესფორთან" შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ გასული მატჩებისგან განსხვავებით არაბიძე სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და შეხვედრის დასრულებამდე მოედანზე იყო.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლები 92_ ე წუთზე წინ გავიდნენ, 118_ე წუთზე კი 21 წლის ქართველმა გარემარბმა გაიტანა. მძიმე ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ "ადანასფორი" შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში