უეფას გადაწყვეტილება: ევროპა ლიგის ფინალი თბილისში არ შედგება
Aa
Aa

უეფას გადაწყვეტილება: ევროპა ლიგის ფინალი თბილისში არ შედგება

ლუბლიანაში გამართული შეხვედრის შემდეგ უეფას მაღალჩინოსნებმა 2020-21 წლის სეზონის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი დაასახელეს. მათ არჩევანი ''დინამო არენასა'' და ''სანჩეს პისხუანს'' შორის უნდა გაეკეთებინათ. 

უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებით 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი სევილიაში, ''სანჩეს პისხუანზე'' გაიმართება. გადაწყვეტილება უეფას აღმასკომის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ ჩეფერინმა ინფორმაცია პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

''დინამო არენასა'' და ''სანჩეს პისხუანთან'' ერთად 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის გამართვა ავსტრიელებსაც სურდათ, თუმცა ''ერნსტ ჰაპელი'' ბრძოლას გამოეთიშა, რის შემდეგაც არჩევანი ''დინამო არენაზე'' და ''სანჩეს პისხუანს'' შორის გაკეთდა.

შეგახსენებთ, 2015 წელს ''დინამო არენაზე'' უეფას სუპერთასი გაიმართა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა კატალონიის ''ბარსელონამ'' უხვგოლიან შეხვედრაში ''სევილია'' 5:4 დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები