გვილიას გამარჯვების გოლი ექსტრაკლასაში!
Aa
Aa

გვილიას გამარჯვების გოლი ექსტრაკლასაში!

პოლონეთის ექსტრაკლასას მეცხრე ტურში ''კრაკოვია'' შინ ვარშავის ''ლეგიასთან'' 1:2 დამარცხდა. 47-ე წუთზე სტუმართა მხრიდან მეორე გოლი ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გაიტანა.  გვილიას გოლის შემდეგ ანგარიში 0:2 გახდა. ''კრაკოვიამ'' ერთადერთი საპასუხო გოლი 66-ე წუთზე გაიტანა.

''ლეგიას'' ანგარიშზე 17 ქულაა და პოლონეთის უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილს იკავებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''კრაკოვიას'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

 

მიმდინარე სეზონში გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის მეცხრე შეხვედრაში მეორე გოლი შეაგდო. მან ''კორონასთან'' შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი. ასევე, მის ანგარიშზეა 3 საგოლე პასი.

გარდა ამისა 25 წლის მოთამაშემ ევროპა ლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი ''ატრომიტოსს'' გაუტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ''ლეგია'' ფლეი-ოფში გლაზგოს ''რეინჯერსთან'' დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები