რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ფინალის მოგება "ბარსელონას" დუბლზე დიდი მიღწევა იქნება"...

"რეალის" შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ AS-თან საუბრისას დღევანდელ ფინალზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ამ ტურნირის ფინალის მოგება უფრო დიდი მიღწევა იქნება, ვიდრე "ბარსელონას" დუბლი. ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს თავისივე რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს. "ჩემპიონთა ლიგის" ერთ სეზონში გატანილი 17 გოლი საუკეთესო მაჩვენებელია, ეს რონალდუმ 2013-2014 წლებში მოახერხა.

ფინალურ მატჩამდე პორტუგალიელის ანგარიშზე 16 ზუსტი დარტყმაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები