მესიმ საკუთარი ტანსაცმლის ხაზის პრეზენტაცია გამართა
Aa
Aa

მესიმ საკუთარი ტანსაცმლის ხაზის პრეზენტაცია გამართა

ლიონელ მესიმ საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის პრეზენტაცია გამართა და ის ფართო საზოგადოებას წარუდგინა.

ბრენდის სახელწოდება "მესი" გახლავთ, მისი მენეჯერი კი ფეხბურთელის და, მარია სოლი, იქნება. ფირმასთან ითანამშრომლებს ტომი ჰილფიგერის და, ჯინი ჰილფიგერიც, რომელიც ასევე დიზაინერია.

მესის ტანსაცმლის მაღაზია უკვე ჩაეშვა. მაგალითად, მაისურების ფასი 60 დოლარიდან იწყება, პოლოს ტიპის მაისურების ღირებულება კი 90 დოლარი გახლავთ.

გაიხსნა ასევე ვებ-საიტი, რომლის მეშვეობითაც ბრენდ "მესის" პროდუქციის შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი. მაღაზიის ასორტიმენტს შეგიძლიათ გადახედოთ აქ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები