ამსტერდამში 32 წლის ფეხბურთელი მანქანაში ჩაცხრილეს!
Aa
Aa

ამსტერდამში 32 წლის ფეხბურთელი მანქანაში ჩაცხრილეს!

ამსტერდამში "ბარტონ ალბიონისა" და "ანტვერპენის" ყოფილი ფეხბურთელი, კელვინ მაინარდი მოკლეს. ჰოლანდიელი სამართალდამცველების ინფორმაციით იგი თავისივე მანქანაში იჯდა, როცა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. პოლიცია ორ ეჭვმიტანელს ეძებს, რომლებიც დანაშაულის ადგილიდან შავი სკუტერით მიიმალნენ.

ჰოლანდიური გამოცემების ცნობით 32 წლის ფეხბურთელს იქვე მდებარე სახანძროში დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მაინარდი რამდენიმე წუთის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ტრაგედიას ჰოლანდიაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ინციდენტს კელვინის ყოფილი კლუბებიც გამოეხმაურნენ.

"ბარტონ ალბიონში ჩვენი ყოფილი ფეხბურთელის, კელვინ მაინარდის ტრაგიკული სიკვდილით ყველა დამწუხრებულია. ჩვენ ამ ურთულეს დროს მის ოჯახსა და მეგობრებს თანავუგრძნობთ".

მაინარდი ბოლოს "ალფენსე ბოისის" ღირსებას იცავდა და კლუბმა პატივისცემის ნიშნად მომდევნო შეხვედრის გადადება გადაწყვიტა.

"გასულ საღამოს ჩვენ კელვინ მაინარდის შესახებ საზარელი ინფორმაცია შევიტყვეთ, ალფენსე ბოისის ფეხბურთელი ამსტერდამში სროლას ემსხვერპლა. ჩვენ მის მეუღლეს, შვილებს, ოჯახსა და მეგობრებს ვუსამძიმრებთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები